დავალებები

Sunday, January 12, 2020

ყველა მეგობარი მიყვარს თანაბრად

            


სოციალური პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ქამილა აქპეროვი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი
სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ყველა მეგობარი მიყვარს თანაბრად
საგანი/საგნები
სადამრიგებლო პროგრამა
საფეხური/კლასი 
დაწყებითი საფეხური/ პირველი კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ერთი კვირა -- 28.10.19—04.11.19წ
პროექტის აქტუაოლობა

ბავშვები იზრდებიან, ცდილობენ განავითარონ საკუთარი თავი, რაც უფრო იზრდებიან მით უფრო სხვანაირად უყურებენ ადამიანებს, გარე სამყაროს. მნიშვნელოვანია რომ ბავშვმა, მოსწავლემ  ადრეული ასაკიდანვე იფიქროს იმაზე რომ ყველა თანაბარია, ყველას მიმართ სითბო, სიყვარული, პატივისცემა უნდა გამოხატოს თანაბრად. ეს ხელს შეუწყობს კლასში ურთიერთობას კონფლიქტების, პრობლემების გარეშე. პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია იმ მხრივ რომ კლასში სუფევდეს ჰარმონია.


პროექტის მდგრადობა/შედეგები: 

პროექტის განხორციელება გათვლილია ერთ კვირაზე, მაგრამ საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდეგ გაკვეთილებსა და კლასებში განვაგრძობთ მის განხორციელებას. რადგანაც მნიშვნელოვანია  დამატებითი აქტივობებით საკითხის აქტუალობის გაცნობიერება.
საგნობრივი სტანდარტები
საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელია ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კპრობლემების მოგვარება, კრიტიკული აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა,დემოკრატიული პრინციპების აღიარება და ა.შ
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
  1. მოსწავლის მხრიდან იმის გაცნობიერება რომ მეგობრების გარიყვა არ არის სწორი.
  2. ქცევის წესების  ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.
  3. საზოგადოებაში განსხვავებული პოზიციის მქონე პირების მიმართ აგრესიის კონტროლი.  
  4. მოსწავლის მიერ იმის გაცნობიერება რომ ყველას მიმართ პატივისცემა, სიყვარული უნდა გამოვხატოთ თანაბრად.

პროექტის შინაარსი და დაგეგმილი აქტიბობები:

  1. ამოცანა- გაკვეთილის ჩატარება , რომელიც მოიცავს მთლიანად თემას
  • აქტივობა - მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ თუ რატომ უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, რატომ უნდა ვცეთ ერთმანეთს პატივი, იმაზე ყურადღების გამახვილება რომ კლასში ყველა ჩვენი თანაკლასელი თუ მეგობარი უნა გვიყვარდეს თანაბრად.
  • აქტივობა -   მსჯელობა იმაზე თუ რატომ გვიყვარს ჩვენი მეგობრები, რატომ უნდა გვიყვარდეს და არტომ უნდა ვცეთ მათ პატივი.
  • აქტივობა -  მშობლებსა და მოსავლეებთან ერთად აქტივობის დაგეგმვა და ორგანიზება.  

  1. ამოცანა  - მთავარი აქტივობა - „ვაჩუქოთ ჩვენს მეგობარს შოკოლადი“
  •      აქტივობა - ბავშვებმა უნდა დაწერონ წერილი - რატომ სჩუქნიან მეგობრებს შოკოლადს, რა უყვართ მათ მეგობარში. წერილს თან უნდა ახლავდეს შოკოლადი;

  1. ამოცანა -  შოკოლადებისა და წერილების გადაცემა

  • აქტივობა- მოსწავლეებმა შოკოლადების გადაცემის შემდეგ საუბრობენ იმაზე თუ რატომ აჩუქეს მეგობრებს შოკოლადი.

  1. ამოცანა - შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება - მოსწავლეების აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის აქტივობები
  • აქტივობა- მოსწავლეთა შთაბეჭდილებების მოსმენა აქტოვობასთან დაკავშირებით

პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
1.მოსწავლეების მხრიდან ნაკლები ინტერესი;
2. მოსწავლისა და მშობლის თემასთან მიმართების განსხვავებული მიდგომა;
3. მოსწავლის ან მასწავლებლის  ჯანმრთელობის გაუარესება;
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა , 
მეთოდი დაგვეხმარება დავადგინოთ რა იცის მოსწავლემ თემასთან მიმართებით, რაზე სურს რომ ინფორმაცია ჰქონდეს და შემდგომ იმის დადგენა თუ რა ისწავლა მან პროექტის ფარგლებში
მოსწავლეებს დაურიგდება 2 გვერდი, რაზეც იქნება გამოსახული დიაგრამა
პროექტის მსვლელობისას
დაკვირვება  
მეთოდი მომცემს საშუალებას დავადგინო მოსწავლეების ინტერესის დონე, ჩართულობა პროექტში
მასწავლებლისთვის განკუთვნილი რვეული




პროექტის დასრულების შემდეგ
კითხვარი
სტრუქტურიზებული კითხვარი, რის საფუძველზეც, მშობლების დახმარებით დავადგენთ თუ რა იყო მოსწავლეებისთვის ყველაზე სახალისო, საინტერესო


    სტრუქტურიზებული კითხვარი 
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს ათვისებული აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ ჩვევები, გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა 
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი


შეფასების გეგმა

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
გამოკითხვა

● სამოქმედო გეგმა
●ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
● გამოკითხვა
● ერთობლივი დაკვირვების ფურცელი,
შთაბეჭდილებების  მომზადება 
●პროექტის შეფასების რუბრიკა












შეფასების კრიტერიუმები

აქტიურად ჩართული
ნაკლებად  ჩართული
პასიური

აქტივობებში
ჩართულობა




საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში ჩართულობა და აქტიურობა






ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემა

#
გვარი, სახელი
მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში
პატივს სცემს სხვის აზრს
ორგანიზებულობა
კონფლიქტურობა
წარადგენს ნამუშევარს
1.        


+
ხედავს თავის როლს

მორცხვია
2.        

ცდილობს იყოს აქტიური
+



3.        




აგვარებს კონფლიქტს
აქტიურად
4.        

პასიურად
_


თავს არიდებს
5.        






6.        



ვერ ახდენს ორგანიზებას
კონფლიქტურია

7.        

აქტიურად
_





რეფლექსია

 

რაც უფრო იზრდება ბავშვი იგი გარე სამყაროსა და ადამიანებს უყურებს განსხვავებული თვალით. უფროსების ვალდებულებაა რომ, დავეხმაროთ მათ კარგსა და ცუდის გარჩევაში. აქტივობის მიზანი იყო ის რომ ავუხსნა ბავშვებს რომ ყველა ბავშვი უნდა გვიყვარდეს თანაბრად, მათ ყველას თანაბრად უნდა ვცეთ პატივი. ვრცელი და შემეცნებითი გაკვეთილი დავუთმი სწორედ ამ თემაზე საუბარს, აღსანიშნავია რომ კომუნიკაცია გვქონდა. ბავშვები აქტიურად საუბრობდნენ მეგობრობაზე, თავის მეგობრებზე, ცდილობდნენ აეხსნათ თუ რატომ უყვართ ისინი. შემდეგ აქტივობაში მოსწავლეებს ეხმარებოდნენ მშობლები, მშობლების დახმარებით მათ დაწერეს წერილი მეგობარს, წერილს თან ახლდა შოკოლადი. წერილის მეშვეობით ბავშვები უხსნიდნენ ერთმანეთს თუ რატომ უყვართ მათ თავისი მეგობრები. შოკოლადებით წახალისება აღმოჩნდა კარგი მეთოდი. ტკბილეული მათზე იმოქმედა ძალიან პოზიტიურად. ასევე მათ მხრიდანაც მსგავსი აქტივობების ჩატარების ინიციატივა მოვიდა. შემაჯამებელ გაკვეთილზე შესამჩნევი იყო რომ კლასში სუფევს ჰარმონია, ბავშვებმა მივხვდნენ რომ ყველა კლასში არის თანაბარი.

 




No comments:

Post a Comment