დავალებები

Sunday, January 12, 2020

რა არის ძალადობა ოჯახში


სოციალური პროექტის გეგმა
პროექტის ავტორი --  ქამილა აქპეროვი, I კლასის დამრიგებელი
სკოლა -- სსიპ ქალაქ თბილისის N73  საჯარო სკოლა
პროექტის  თემა: რა არის ძალადობა ოჯახში
საფეხური/კლასი --  საბაზო / I კლასი
პროექტის აქტუალობა
ოჯახში ძალადობა საქართველოში ერტ-ერთი აქტუალური თემაა რის წინააღმდეგაციბრძვის მთელი სოციალური-პოლიტიკური თუ სხვა ტიპის სისტემა. ოჯახში ძალადობის ფაქტების  სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2018 წელს 6464 შემთხვევა დაფიქსირდა. 2015 წლიდან ოჯახში ძალადობის ფაქტების რიცხვი იზრრდბა, რაც მიმართვიანობის მკვეთრ ზრდაზეც მიუთითებს. ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით განხორციელებული პროექტი ემსახურება სკოლის მოსწავლეების, კერძოდ პირველკლასელი მოსწავლეების თემასთან დაკავშრებით ცნობიერების ამაღლებას. ადრეულ ასაკში, ოჯახში ძალადობის დეფინიციასთან, მის შედეგებთან და პრევენციასთან გაცნობა მნიშვნელოვანია. აღნიშნული  პრობლემა უნდა გახდეს მასწავლებელთა, მოსწავლეთა და მთელი საზოგადოების მსჯელობის საგანი. პრობლემის გაცნობიერება ადრეულ ასაკში შეძლებისდაგვარად უბიძგებს მომავალში სწორი ნაბიიჯების დადგმისკენ.
პროექტის მიზნები
  • მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ოჯახში ძალადობის ცნებასთან დაკავშრებით.
  • პრობლემის გამოსაკვეთად მოსწავლეების მშობლების პროექტისმსვლელობაში ჩართულობა.
  • პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეთა შორის კეთილგანწყობილი, გულწრფელი სასწავლო გარემოს შექმნას; მოსწავლეთა, მოსწავლეთა მშობლებისა და მასწავლებელთა თანამშრომლობას.
 მოსალოდნელი შედეგები
  1. მოსწავლეები შეძლებენ ბულინგის მსხვერპლის მდგომარეობაზე მსჯელობას.
  2. ფაქტის წინაშე დადგომისას, მოსწავლეებს ექნეათ ი,მის ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ, ვის უნდა მიმართონ.
  3. კომუნიკაციის მაღალი დონე მოსწავლეებს, მოსწავლეთა მშობლებსა და მასწავლებელს შორის.
  4. მოსწავლეები შეიძენენ იმ ძირითად ცოდნასა და უნარებს, რაც მათ დასჭირდებათ მომავალში.
შესასრულებელი აქტივობები:
  1. ოჯახში ძალადობის  შესახებ ჩასატარებელი გაკვეთილი;
  2. შესაბამის თემატიკაზე, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ფილმის ჩვენება;
  3. პრობლემის უკეთ გააზრებისტის სახალისო აქტივობებში მოსწავლეების ჩართვა;
  4. პრეზენტაციების მომზდება;
  5. საპრეზენტაციო მასალის წარდგენა კლასისთვის;


პროექტის მიმდინარეობა და მონიტორინგი
აქტივობა
თარიღი
აქტივობის განხორციელებაზე პასუხიმგებელი პირი:
აქტივობის მონიტორინგზე პასუხისმგებელი პირი
ოჯახში ძალადობის შესახებ  ჩასატარებელი გაკვეთილი
16.10.2019
მასწავლებელი
მასწავლებელები
შესაბამის თემატიკაზე, შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფისთვის განკუთვნილი ფილმის ჩვენება
17.10.2019
მასწავლებელი და კლასი(1-ლი ), მოსწავლეების მშობლები
მასწავლებელი,
 დირექტორის მოადგილე), მოსწავლეების მშობლები
პრობლემის უკეთ გააზრებისტის სახალისო აქტივობებში მოსწავლეების ჩართვა;
21.10.2019
მასწავლებელი და კლასი(1-ლი ) ), მოსწავლეების მშობლები
მასწავლებელი), მოსწავლეების მშობლები
პრეზენტაციების მომზდება;
23.10.2019
მასწავლებელი), მოსწავლეების მშობლები
მასწავლებელი
საპრეზენტაციო მასალის წარდგენა კლასისთვის;
25.10.2019
მოსწავლეების მშობლები, მასწავლებელი
დირექტორის მოადგილე მასწავლებელი, ), მოსწავლეების მშობლები 
  
                                     
პროექტის შეფასების კრიტერიუმები
სამუშაო ჯგუფის შეფასების კრიტერიუმები:
შეფასების საგანი
შეძლო დავალების კარგად შესრულება
შეძლო დავალების შესრულება ხარვეზებით
ვერ შეძლო დავალების პირობის შესრულება
პრეზენტაცია



დისკუსიის წარმართვა



სხვისი აზრის პატივისცემის გამოხატვა




 შემაჯამებელი დისკუსიის განმავითარებელი შეფასება:
შეფასების საგანი 
განმავითარებელი კომენტარი
დისკუსიისათვის საჭირო მოსმენისა და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი

პრობლემაზე ორიენტირებული მსჯელობის უნარი



     რეფლექსია 
საზოგადოებაში თავს იჩენს გარკვეული პრობლემები, ამას ემატება დაბალი სოციალურ–ეკონომიკური დონე, რაც  განაპირობებს სოციალური ურთიერთობების პრობლემას.  
იმატა ოჯახებში მკვლელობებმა და ძალადობამ ამ რეალობის გათვალისწინებით მოსწავლეებს მივმართავ რომ ძალადობა ყოვლად დაუშვებელია, ძალადობა ცუდ  შედეგები მოაქვს ბავშვებისთვის, ისინი თანდათანობით შორდებიან მშობლებს იკეტებიან თავისთავში და ხდებიან კომპლეკსიანები და აგრესიულები. აღნიშნული პრობლემა მთელ სამყაროში ხდება განსჯის საგანი. ეს პრობლემა აუცილებლად მოსაგვარებელია. აღნიშნული პრობლემა სკოლებსა და მულტიმედიურ სამყაროში ხდება განსჯის საგანი. პრობლემების გაცნობიერება და მოგვარება მათ შორის არსებულ დაპირისპირებას თანამშრომლობით ცვლის. დაიგეგმა პროექტი მოსწავლეთა ინტერესის გათვალისწინებით, მათ შესწავლილი
მასალის განხილვის პროცესში განაზოგადეს საკითხი და თანამედროვე კითხვებზე ვერ
მიიღეს საკმარისი ინფორმაცია. ამიტომ კლასთან შეთანხმებით დავიწყე პროექტის
დაგეგმვა და განვახორციელე პირველი აქტივობა _სოციალური პრობლემების
გამოსაკვეთად ჩატარებული გაკვეთილი. რის შემდეგაც ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი,
რომელიც მასალის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იქნებოდა.
შესაბამის თემაზე ფილმების ჩვენებით ემოციური ფონი შეექმნათ, ამის გამო ემსჯელათ საკითხებაზე სკოლის თემთან, პედაგოგებთან.
 სამუშაო ჯგუფს პრეზენტაციების მომზადების ეტაპზე რეკომენდაციებს ვუწევდი და მონიტორინგს ვანხორციელებდი. 

No comments:

Post a Comment