დავალებები

Sunday, January 12, 2020

ვიზიტი ბავშვთა სახლში

            


სოციალური პროექტის გეგმა

სასწავლო პროექტის ავტორი
სახელი, გვარი
ქამილა აქპეროვი
ქალაქი/რაიონი/დაბა, სოფელი
თბილისი
სკოლა
სსიპ ქალაქ თბილისის N73 საჯარო სკოლა
პროექტის მონახაზი
პროექტის დასახელება
ვიზიტი ბავშვთა სახლში
საგანი/საგნები
სადამრიგებლო პროგრამა
საფეხური/კლასი 
დაწყებითი საფეხური/ პირველი კლასი
პროექტის განხორციელების დრო
ერთი კვირა -- 06.11.19—13.11.19წ
პროექტის აქტუაოლობა

პროექტი „ვიზიტი ბავშვთა სახლში“ იმით არის აქტუალური რომ ჩვენს საზოგადოებაში წარმოადგენს პრობლემას. იმის გათვალისწინებაა საჭირო რომ, ბავშვები რომლებიც ცხოვრობენ ბავშვთა სახლში შესაძლოა თავს გრძნობენ მარტოდ. ამ მიზეზით გადავწვყიტეტ ამ  პროექტის ფარგლებში გვესტუმრა ბავშვთა სახლში. უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ის რომ, ბავშვებმა თავი არ იგძნონ მარტოებად. აუცილებელია იმის გაცნობიერება რომ ბავშვები რომლებიც იზრდებიან ბავშვთა სახლში არ არიან ჩვენგან რაიმე ნიშნით განსხვავებულნი, უბრალოდ მათ სჭირდებათ დამატებითი სითბო, სიყვარული.


პროექტის მდგრადობა/შედეგები: 

პროექტის განხორციელება გათვლილია ერთ კვირაზე, მაგრამ საკითხის აქტუალობასა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, შემდეგ გაკვეთილებსა და კლასებში განვაგრძობთ მის განხორციელებას. რადგანაც მნიშვნელოვანია  დამატებითი აქტივობებით საკითხის აქტუალობის გაცნობიერება.
საგნობრივი სტანდარტები
საზოგადოებაში ინტეგრირებისათვის აუცილებელია ისეთი უნარებისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა: კონსტრუქციული თანამშრომლობა, პრობლემების მოგვარება, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, გადაწყვეტილების მიღება, შემწყნარებლობა, სხვისი უფლებების პატივისცემა,დემოკრატიული პრინციპების აღიარება და ა.შ
პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
  1. მოსწავლეების მიერ საზოგადოების სხვა წევრების მიმართ კეთილგანწყობის დანერგვა მოსწავლეებში.
  2. ქცევის წესების  ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.
  3. საზოგადოებაში განსხვავებული პოზიციის მქონე პირების მიმართ აგრესიის მართვა .  
  4. იმ ბავშვებისთვის ყურადღების დათმობა, გახარება, ვინც ბავშვთა სახლში ცხოვრობს.

პროექტის შინაარსი და დაგეგმილი აქტიბობები:

  1. ამოცანა- გაკვეთილის ჩატარება , რომელიც მოიცავს მთლიანად თემას
  • აქტივობა - მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიწოდება რატომ უნდა განვახორციელოთ ეს ვიზიტი, იმის ახსნა რომ ყველა ბავშვი თანაბარია, ბავშვები ვინც ცხოვრობენ ბავშვთა სახლში, არ განსხვავდებიან საზოგადოების სხვა წევრებისგან. მიუხედავად მათი მდგომარეობისა, ჩვენ ყველას უნდა შევხედოთ თანაბრად.
  • აქტივობა -   მსჯელობა იმაზე თუ რა ტიპის აქტივობის ჩატარება შეგვიძლია ამ მხრივ.
  • აქტივობა -  მშობლებსა და მოსავლეებთან ერთად ვიზიტის დაგეგმვა და ორგანიზება.  

  1. ამოცანა  - ბავშვთა სახლში ვიზიტის განხორციელება
  •      აქტივობა - ბავშვთა სახლში შესვლის წინ, მოკლე ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებს წესების შესახებ;
  • აქტივობა - ბავშვებთან ერთად გართობა, სახალისო თამაშების თამაში, ცეკვა, მათთვის სასიამოვნო სიურპრიზების მოწყობა;
  • აქტივობა - ბავშვებისთვის საჩუქრებისა და ტკბილეულების გადაცემა;
  •       აქტივობა - სურათების გადაღება, მოსწავლეთა შთაბეჭდილებების მოსმენა;

  1. ამოცანა - შემაჯამებელი გაკვეთილის ჩატარება - მოსწავლეების აზრით, რატომ არის მნიშვნელოვანი ასეთი ტიპის აქტივობები, ვიზიტები
  • აქტივობა- მოსწავლეთა შთაბეჭდილებების მოსმენა აქტოვობასთან დაკავშირებით
პროექტის განხორციელების რისკები და შესაძლო ხარვეზები:
1.მოსწავლეების მხრიდან ნაკლები ინტერესი;
2. მოსწავლისა და მშობლის თემასთან მიმართების განსხვავებული მიდგომა;
3. მოსწავლის ან მასწავლებლის  ჯანმრთელობის გაუარესება;
4. ამინდის გაუარესება.  
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო (შეფასების სტრატეგიები)
პროექტის მსვლელობის ეტაპები
შეფასების მეთოდ(ებ)ი
შეფასების საშუალება/ინსტრუმენტ(ებ)ი
პროექტის დასაწყისში
ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე დიაგრამა , 
მეთოდი დაგვეხმარება დავადგინოთ რა იცის მოსწავლემ თემასთან მიმართებით, რაზე სურს რომ ინფორმაცია ჰქონდეს და შემდგომ იმის დადგენა თუ რა ისწავლა მან პროექტის ფარგლებში
მოსწავლეებს დაურიგდება 2 გვერდი, რაზეც იქნება გამოსახული დიაგრამა
პროექტის მსვლელობისას
დაკვირვება  
მეთოდი მომცემს საშუალებას დავადგინო მოსწავლეების ინტერესის დონე, ჩართულობა პროექტში
მასწავლებლისთვის განკუთვნილი რვეული




პროექტის დასრულების შემდეგ
კითხვარი
სტრუქტურიზებული კითხვარი, რის საფუძველზეც, მშობლების დახმარებით დავადგენთ თუ რა იყო მოსწავლეებისთვის ყველაზე სახალისო, საინტერესო


    სტრუქტურიზებული კითხვარი 
სხვა საკითხები
წინარე ცოდნა
მოსწავლეებს ათვისებული აქვთ ჯგუფური მუშაობისთვის საჭირო უნარ ჩვევები, გამოირჩევიან კომუნიკაბელურობით
სასწავლო პროექტისთვის საჭირო რესურსები
აპარატურული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
კომპიუტერ(ებ)ი
მეხსიერების ბარათი/ჩიპი
მობილური ტელეფონი
ფოტო/ვიდეო კამერა 
პრინტერი
ინტერნეტკავშირი
პროექტორი
სხვა ----------
პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ, რომელსაც პროექტის ფარგლებში გამოიყენებთ)
ტექსტური რედაქტორი
ელ. ფოსტა
ვებედიტორი
ელ. ცხრილები
ვიდეო/აუდიო რედაქტორი
ტესტირების პროგრამა
გრაფიკული რედაქტორი
საგამომცემლო პროგრამა
ბლოგი
საპრეზენტაციო პროგრამა
ელ. ენციკლოპედია
სხვა ----------
ვებბრაუზერი
ელ. კითხვარი


შეფასების გეგმა

პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
გონებრივი იერიში
გამოკითხვა

● სამოქმედო გეგმა
●ჯგუფური მუშაობის თვითშეფასება
● გამოკითხვა
● ერთობლივი დაკვირვების ფურცელი,
შთაბეჭდილებების  მომზადება 
●პროექტის შეფასების რუბრიკა












შეფასების კრიტერიუმები

აქტიურად ჩართული
ნაკლებად  ჩართული
პასიური

აქტივობებში
ჩართულობა




საპრეზენტაციო მასალის მომზადებაში ჩართულობა და აქტიურობა






ჯგუფში მუშაობის შეფასების სქემა

#
გვარი, სახელი
მონაწილეობს ჯგუფის მუშაობაში
პატივს სცემს სხვის აზრს
ორგანიზებულობა
კონფლიქტები
წარადგენს ნამუშევარს
1.        


+
ხედავს თავის როლს

მორცხვია
2.        

ცდილობს იყოს აქტიური
+



3.        




აგვარებს კონფლიქტს
აქტიურად
4.        

პასიურად
_


თავს არიდებს
5.        






6.        



ვერ ახდენს ორგანიზებას
კონფლიქტურია

7.        

აქტიურად
_





რეფლექსია

 

საზოგადოების ყველა წევრი, ყველა ინდივიდი თანაბარუფლებიანია, ყველას უნდა შევხედოთ თანაბრად. როგორც პედაგოგი, ვთვლი რომ, ამის შეხსენება და სწავლება უნდა ხდებოდეს ადრეული ასაკიდან. ჩვენ მთელ კლასთან ერთად გადავწყვიტეთ რომ გვესტუმრა ბავშვთა სახლში. პროექტის ყველაზე მთავარი მიზანი იყო რომ სასიამოვნო, დაუვიწყარი დღე და მოგონებები გვეჩუქებინა ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის. არ გვინდოდა რომ მათ საკუთარი თავი ეგრძნოთ მარტო. ამ მიზნით ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე აქტივობა. მოსწავლეებს ვრცელი ინფორმაცია მივაწოდე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვებისადმი ყურადღების, სითბოსა და სიყვარულის გამოჩენა. ვუხსნიდი რომ, ისინი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან, უბრალოდ მათ უფრო მეტი დახმარება სჭირდებათ. აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც მოსწავლეები, ასევე მოსწავლეების მშობლებიც. რისკები გავითვალისწინეთ მაგრამ, საბედნიეროდ ყველა აქტივობა ჩატარდა თანმიმდევრობით, ყოველგვარი შეფერხების გარეშე. ბავშვებზე პროექტმა დატოვა პოზიტიური განწყობა, ვიზიტის ფარგლებში ბავშვებმა გაერთნენ, იხალისეს. მათ გამოუმუშავდათ კომუნიკაბელურობის უნარი. ბავშვებს გადავეცით საჩუქრები, ტკბილეულები.

 



No comments:

Post a Comment